პოლიტიკური პარტიები ''ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "მიშა ჩამოდის" - მოთხოვნას ემიჯნებიან

15 ნოემბერი 2020, 19:56 1339 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართული აქცია,  ,,ლელო საქართველოსთვის“ და პარტია,"მოქალაქეების" წარმომადგენლებმა დატოვეს.

მათი უკმაყოფილების​ მიზეზი, აქციაზე "მიშა ჩამოდი!" ფლაერების დარიგება გახდა.

აქციის მონაწილეებს დაურიგდათ ფლაერები "მიშა ჩამოდი'', ''მიშა დაბრუნდი'', ამის შემდეგ პოლიტიკურმა პარტიამ ლელომ და ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებმა" მიიღო გადაწყვეტილება მასშტაბური საპროტესტო აქცია დაეტოვებინათ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. საკითხთან დაკავშირებით, ლელომ ბათუმის ოფისში ბრიგინფი გამართა, სადაც ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ აქციის დატოვების მიზეზი გახდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან გაკეთებული მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. 

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" წარმომადგენელმა გენრი დოლიძემ აქციის დატოვების მიზეზზე მედიასთან განმარტება გააკეთა. მისივე განცხადებით, აქციის დატოვების მიზეზი ტრანსფარანტები "მიშა ჩამოდი" გახდა. 

აჭარის მთავრობის სახლის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარებასა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში