ვინ მოაწყობს და შეუერთდება “სირცხვილის კორიდორებს”?

16 ნოემბერი 2020, 15:06 964 ნახვა

არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს აჭარაში საარჩევნო უბნებთან ე.წ.-ლი სირცხვილის კორიდორების მოწყობაა დაგეგმილი. განცხადება ბათუმში გამართულ აქციაზე ლევან ვარშალომიძემ გააკეთა. ინიციატივამ ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში. 

“სირცხვილის კორიდორების” მოწყობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ უმწიფარი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში