სასამართლომ სამი პარტიის სარჩელები არ დააკმაყოფილა

16 ნოემბერი 2020, 17:34 1045 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“, პარტია „სამართლიანობისთვის“ და „ერთიანი საქართველოს“ სარჩელები არ დააკმაყოფილა. სამივე პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ სასამართლოში ორი სარჩელი ჰქონდათ შეტანილი. პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ასევე გეგმავს პარტია „ერთიანი საქართველო“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში