გადასატან ყუთებზე თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

17 ნოემბერი 2020, 11:07 1037 ნახვა

21 ნოემბრის არჩევნებისთვის თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მეორე ტურში ხმის მიცემის მსურველებმა საღამოს 6 საათამდე უნდა დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე    251-00-51-ი.

რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებსა და საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინიფიცირებულებს ისინი უკვე იმყოფებიან შესაბამის ბაზაში. ისინი არჩევნებში სპეციალური უბნების საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.

ბათუმში ასეთი 16 უბანი იქნება, ხოლო მაღალმთიან აჭარაში 4 სპეცუბანი გაიხსნება. შეგახსნებთ, რომ არჩევნების მეორე ტური შაბათს გაიმართება. აჭარაში  მხოლოდ ორ ოლქში -  ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში. მეორე ტურში ბიულეტენებზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილები, თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიცია  არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში