ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის სამართლებრივი ბლეფი - წულუკიანი

17 ნოემბერი 2020, 14:36 1185 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერი, თეა წულუკიანი ამბობს, ოპოზიციის განცხადება, რომელიც მეორე ტურებში არმონაწილეობას ეხება სამართლებრივად ბლეფია. 

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდება და ოპოზიციონერების ეს გადაწყვეტილება პროცესის მიმდინარეობაზე ვერ და არ აისახება. 

''მინდა თითოეულ ამომრჩეველს ვის მხარდამჭერადაც ის არ უნდა მოიაზრებოდეს ავუხსნათ, ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში არის ფაქტობრივი და  სამართლებრივი ბლეფი, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. 

თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან იქ რა თქმა უნდა იქნება ხუთიანი, ხუთოსანი პარტია,  იქნება 41 - ანუ ,,ქართული ოცნების'' კანდიდატი, ან სხვა კანდიდატი, რომელიც გავიდა მეორე ადგილას. ამიტომ არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველყოფს მეორე ტურზე.

მოქალაქეებს მობილიზებისკენ მინდა მოვუწოდო, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე. კარგი იქნება თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. 

შესაბამისად მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, რომ თუ ისინი იტყვიან აღარ გვინდა მეორე ტური ის არ ან ვერ შედგება'' - განაცხადა წულუკიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში