მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

18 ნოემბერი 2020, 13:27 1689 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თბილისი დატოვა. მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პომპეო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.

შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში