სახელმწიფო მდივნის ვიზიტი

18 ნოემბერი 2020, 20:03 1311 ნახვა

საქართველოში ვიზიტისას  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. პრეზიდენტი, პრემიერი, პატრიარქი, არასამთავრობო სექტორი - ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის თბილისში გამართული შეხვედრების ქრონოლოგია. დღეს, არჩევნებზე მსჯელობა არ ყოფილა. მაიკ პომპეუს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გზავნილები პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გაახმოვანა. საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციასთან ბრძოლისა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში