წაბლანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს

19 ნოემბერი 2020, 17:29 2193 ნახვა

არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტის რეჟიმში შეხვდებიან სოფელ წაბლანასა და წაბლიანში. მოსახლეობა არც 21 ნოემბრის არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა და ამიტომ პროტესტი გრძელდება. წაბლანის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან სოციალური ბინების რემონტს ან სარემონტო თანხას მოითხოვენ. დაახლოებით ათასმა ამომრჩეველმა   31 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და საარჩევნო უბანზე არ მივიდა. პროტესტს ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებიც შეუერთდნენ, რის გამოც ოლქმა ისინი სხვა სოფლებიდან დაკომპლექტებული კომისიით ჩაანაცვლა. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან პრობლემის მოსაგვარებლად კანონის ფარგლებში კომუნიკაცია  გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში