წელს აჭარაში 40 ათასამდე ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

20 ნოემბერი 2020, 14:56 1285 ნახვა

აჭარიდან უცხოურ ბაზარზე სარეალიზაციოდ 1 151 ათასი ტონა მანდარინი უკვე  გავიდა. რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 138 პროცენტით მეტია.  წელს რეგიონში  40 ათასამდე ტონა ციტრუსს ელოდებიან აქედან 7 ათასი ტონა არასტანდარტული ე.წ. ენესი იქნება.

სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე გამოყოფილია სუბსიდირების თანხებიც -  500 ათასი ლარი. არასტანდარტული მანდარინის  მიღებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით რეგიონში არსებული საწარმოები თვის ბოლოდან დაიწყებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში