რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთად მუშაობა - პრემიერი

21 ნოემბერი 2020, 09:19 775 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მისცა. გიორგი გახარია მეუღლესთან ერთად მივიდა. პრემიერმა თქვა, რომ ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.

''მეორე ტურში რა თქმა უნდა არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი. ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში პანდემიის დროს ნდობა გამოუცხადა, ყველამ იგრძნოს ეს პასუხიმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

ეს არის ყველაზე მთავარი. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხიმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა და გარდა ამისა ასე შენდება დემოკრატიული ქვეყანა'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში