მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დღეს და 31 ოქტომბერს გამოიჩინეს - ივანიშვილი

21 ნოემბერი 2020, 11:59 1842 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნება დემოკრატიული-საქართველოს'' თავმჯდომარე მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, პოზიციებს ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს. მისივე თქმით, საღი აზრი აჯობებს და ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

''მინდა ქართველ ხალხს, მადლობა გადავუხადო იმ მართალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში, მოგეხსენებათ კოვიდი ბობოქრობს და ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა. 

ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ და დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები  კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. 

შედეგად, მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება'' - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში