ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურს და გაუქმებული აქციები

21 ნოემბერი 2020, 10:03 764 ნახვა

დღეს საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ასევე, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება.

ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ.ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოხსნილან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიცია აქციებს და სირცხვილის დერეფნებს გეგმავდა, თუმცა გუშინ ბათუმში ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სირცხვილის დერეფნები აღარ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში