კლიმატური პირობების გამო რამდენიმე საარჩევნო უბანი დროულად არ გაიხსნა

21 ნოემბერი 2020, 15:16 1834 ნახვა

შატილში საარჩევნო უბანი უამინდობის გამო ამ დრომდე ვერ იხსნება. ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე 161 ამომრჩეველია. შატილში უამინდობის გამო ვერტმფრენმა კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა. დაგვიანებით გაიხსნა უბნები ხადას ხეობასა და გუდაურში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების მეორე ტურისთვის არის 2 მილიონ 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში