ბათუმის ოლქში ერთი საჩივარია შესული

22 ნოემბერი 2020, 11:19 1156 ნახვა

უსკოს მონაცემებით აჭარაში ორივე მაჟორიტარულ ოლქში მონაცემები დათვლილია. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ასევე საქართველოს პარლამენტის  არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. მეორე ტური ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა.სამართლიან არჩევნებს მეორე ტურში საჩივრები არ დაუწერია.

მადონა ბერიძის თქმით საქართველს მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში  35 მობილური ჯგუფი საარჩევნო პროცესს კორონავირუსის ზრდისა და  უკონკურენტო საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით გარე პერიმეტრიდან აკვირდებოდა. მისი თქმით შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შემთხვევაში ექნებათ შესაბამისი რეაგირება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი აჭარაში ოლქის დონეზე 1 საჩივარი დაწერა. რომელიც 93 უბანზე არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას უკავშირდება. საჩივრის განხილვა 2 დღის ვადაში უნდა მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში