„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს

22 ნოემბერი 2020, 10:47 1509 ნახვა

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს , - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას; ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა; ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

განცხადების თანახმად, გარდა ამისა, მმართველმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსენსუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში