გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ისევ ძალაშია

22 ნოემბერი 2020, 12:02 1743 ნახვა

დიდ ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ისევ ძალაშია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში