ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში

22 ნოემბერი 2020, 15:08 1125 ნახვა

ნახევარი მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერა და ქართული ოცნების  გამარჯვება - ასე დასრულდა საპარლამენტო  არჩევნები 2020.   17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. დისბალანსის პრობლემა და აცდენა ოქმებში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ პირველი ტურის ხარვეზები გამეორდა და ოცნებამ ამჯერადაც ვერ შეძლო არჩევნების ჩატარება.

გაერთიანებულ ოპოზიციაში მეორე ტურის შედეგებს კომიკური უწოდეს და ახლა მოლაპარაკებათა მესამე რაუნდს ელოდებიან. ამბობენ,  რომ ხელისუფლებისთვის მათი მოთხოვნები ისედაც ცნობილია და ახლა მათგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ისევ მოთხოვნებს შორისაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში