„სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე“- წიგნის პრეზენტაცია

22 ნოემბერი 2020, 18:45 2242 ნახვა

„სიკეთით გალამაზებული სიცოცხლე“-ასე ჰქვია აკაკი ზოიძის წიგნს, რომელიც  გურამ ხიმშიაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ნაშრომში სოფელ ნიგაზეულზე, გვარის გენეოლოგიაზე, ცნობილ გვარიშვილებზე, სკოლაზე, აღმზრდელ პედაგოგებსა და მათ აღზრდილებზე მოგვითხრობს.   გურამ ხიმშიაშვილის პორტრეტს- წიგნში წარმოდგენილი საზოგადო მოღვაწეების, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები, აზრები და შეხედულებები ავსებს. გურამ ხიმშიაშვილი სხვადასხვა დროს  მონაწილეობდა სამეცნიერო-პრაქტიკულ და კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.  ის სამომავლოდ ლექსების კრებულის გამოცემას გეგმავს. წიგნის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში