25 ნოემბერს აჭარაში ამინდი გაუარესდება 

24 ნოემბერი 2020, 10:13 2760 ნახვა

25 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია ამინდის პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება: სანაპირო კურორტებზე წვიმა, მთაში თოვლი და ქარბუქი.

ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს, სანაპიროზე +9, +11, მთაში +2, +4 (შუახევი, ხულო) მაღალ მთაში -3, -5 (გოდერძის უღელტეხილი, გომარდული, ჩირუხი) გრადუსამდე.

26 ნოემბრის შუადღის საათებში გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში