პრემიერი ბიზნესს შეხვდა

24 ნოემბერი 2020, 20:33 1069 ნახვა

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება, - ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა  სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდეს მოსახლეობის შემოსავლების დონე. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა პოსტ პანდემიურ პერიოდში ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, რასთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში