ბათუმის საბავშვო ბაღები ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება

25 ნოემბერი 2020, 12:35 1274 ნახვა

ბათუმში საბავშვო ბაღებში უახლოეს მომავალში ენერგო ეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. პროექტი პირველ ეტაპზე სკოლამდელ დაწესებულებებში სატესტო რეჟიმში იქნება. ენერგო ეფექტურობის ევროპული სტანდარტები გათბობის სისტემის მზის ენერგიით  ჩანაცვლებას გულისხმობს. წინასწარი ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა 25 საბავშვო ბაღსა და ერთ კულტურული მემკვდრეობის ძეგლზე ჩატარდება. პროექტი გერმანიის რეკოსნტრუქციისა და საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდება. პროექტი 7 მილიონ 500 ათასი ევროთი დაფინანსება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში