ეპიდსიტუაციის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

26 ნოემბერი 2020, 12:02 1391 ნახვა

სავარაუდოდ, უახლოეს დღებში ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად, რა შეზღუდვებზეა საუბარი - განცხადებას ამის თაობაზე, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე საათში გააკეთებს, თუმცა კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

ამ წუთებში იწყება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებები კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო,  მთავრობის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სფეროს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან, ბაზრობებისა და სავაჭრო მოლების მენეჯერებთან კონსულტაციებს მართავდნენ.   

კერძო სექტორის წარმომადგენლები  იმედოვნებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ დააზარალებს. ცნობილია, რომ საქართველოში სრული ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, არამედ შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაიხურება რესტორნები, როგორც იცით, კაფე-ბარები ყველა დიდ ქალაქში ამ დროისთვის საღამოს ათ საათამდე მუშაობს. ტრანსპორტი კი მოძრაობას საღამოს ათ საათზე ასრულებს, უახლოესი პერიოდიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გარდა, სავარაუდოდ, მუშაობას შეაჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტიც. რაც შეხება სწავლას,  ითქვა, რომ პირველი სემესტრის ბოლომდე ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში