"კონფლიქტი საქართველოში"-ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა

26 ნოემბერი 2020, 10:01 909 ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიში განიხილეს. 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.  დოკუმენტი 2020 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს. 

კონსოლიდირებულ ანგარიშს მიესალმებიან სუამი და ევროკავშირი. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო და რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

"ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება. „- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში