2021 წელს ტურიზმთან დაკავშირებული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი 2020, 13:30 1401 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერის განმარტებით, 2021 წელს ტურიზმთან დაკავშირებული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. 

მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს. 

''გარდა მოქალაქეებზე ორიენტირებული პაკეტებისა, ჩვენ შევიმუშავეთ პაკეტები ბიზნესის დასახმარებლად.  ნაწილობრივ მაინც დაიკომპენსირონ ის დანაკარგები, რომელიც მათ ბიზნესის გაჩერების და შეზღუდვების ამოქმედების შედეგად ექნებათ. ამ შემთხვევაში კვლავ ყველა იმ ადამიანს ვისი შრომითი ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, 750 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის  კომპენსირებას მოვახდენთ. ანუ უშუალოდ თითოეულ დასაქმებულზე ეს არის 150 ლარი და ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია. 405 000 დასაქმებულზე ასეთი პაკეტი გავრცელდა, შესაბამისად ჩვენ კიდევ დამატებით დაველოდებით ინფორმაციას უკვე  დამსაქმებლებისგან და იმისდა მიხედვით თუ რა საჭიროება იქნება ვიმოქმედებთ. 33 000 კომპანიაა ასეთი ვინც მოგვმართა ჩვენ წინა შეზღუდვების დროს და შესაბამისად ამავე მოცულობას ველოდებით ამჯერად და შესაბამისად 400 000-ზე მეტ დასაქმებულს დაუკომპენსირდება საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდა. 

2020 წელს ტურიზმის სექტორს გადაუვადეს საშემოსავლო თანხის გადახდა. ისინი ამ 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადისგან  გათავისუფლდებიან. ამით ჩვენ დამატებით დავეხმარებით ტურიზმის სექტორს, რომ ეს ტვირთად არ დააწვეთ და შესაბამისად მათ ექნებათ საშუალება, რომ ეს თანხა არ გადაიხადონ. 

2020 წელს ქონების გადასახადისგან იყო გათავისუფლებული ტურიზმის სექტორი, სარესტორნო ბიზნესი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრია. ეს შეღავათი იმოქმედებს 2021 წლის განმავლობაშიც'' - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში