ოპოზიცია აქციებს წყვეტს - როგორია გრძელვადიანი გეგმა?

28 ნოემბერი 2020, 18:20 997 ნახვა

ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს ამის შესახებ განცხადებები დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. აღნიშნულ დღეს, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ დეკლარაციას, ასევე გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება მთავარი მოთხოვნები.

დეპუტატები  უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, პარტიები გააუქმებენ რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდეს და მესამე მოთხოვნა- ხელახალი არჩევნების გამართვაა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში აქციები წყდება, ბათუმში ხვალ ოპოზიციის დაანონსებული აქცია აჭარის მტავრობის სახლთან მაინც გაიმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში