წამალი მაქვს დასალევი, ფიტნესცენტრი ხომ დაკეტეთ? ვერ ვვარჯიშობ და წამალი უნდა დავლიო - ბაგრატიონი

30 ნოემბერი 2020, 14:17 2550 ნახვა

ხმაური და დაპირისპირებაა აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ათობით პოლიციელია მობილიზებული შენობის უკანა ეზოში. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ სახლში უნდა შესვლა, სამართალდამცველები კი გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ 12 სართულიან კორპუსში, რომელიც მთავრობის სახლთან ახლოს მდებარეობს ბინა აქვს ნაქირავები, ახლა კი მედიკამენტის მიღების დრო აქვს და კორპუსში ვერ შედის. 

''წამალი მაქვს დასალევი, ვერ ვიტყვი რომელი. ფიტნესცენტრი ხომ დაკეტეთ? რომ ვერ ვვარჯიშობ წამალი უნდა დავლიო. გადაადგილების უფლებას რომელი კანონით მიკრძალავთ? 

დეპუტატი ვარ და კანონი მაძლევს უფლებას მთავრობის სახლში შევიდე და თორნიკე რიჟვაძეს შევხვდე. არ მიშვებენ. ახლა კი სახლში მინდა შესვლა, რომელიც აქციების დროს ვიქირავე და ამაზეც უარს მეუბნებიან. რიჟვაძე არ გვხვდება, პოლიცია დაყვება ყველგან. ამიტომ ჩვენ დავდგებით გარეთ და შევეცდებით შევხვდეთ. დავიძახებთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა'' - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი. 

მისივე თქმით, კორპუსში თორნიკე რიჟვაძის თანაშემწის მშობლები ცხოვრობენ და სწორედ ისინი იძახდნენ ფრაზებს ''მოშორდეს''. 

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ელგუჯა ბაგრატიონს დროებით კორპუსში ვერ შეუშვებენ, ამ ფორმით კი თავიდან იცილებენ მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. 

''აქ მოხდა კონფლიქტი, შეიძლება არ გაინტერესებდეს, მაგრამ ასეა... სახლში უნდა შეხვიდეთ კი, ეს არის დრობითი შეზღუდვა და დროებით ვერ გაგატარებთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება'' - ამბობს სამართალდამცველი.

ელგუჯა ბაგრატიონი კი აცხადებს, რომ ბინაში მარტო შევა. 

 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში