ეპიდ-ვითარება აჭარაში 30/11

30 ნოემბერი 2020, 20:08 1621 ნახვა

ჯანდაცვის სისტემა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემებისა და ხარვეზების აღმოფხვრას ცდილობს - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა იზრდება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი კი ამბობს, რომ ეპიდვითარება რთული, თუმცა ამასთანავე მართვადია.

საქართველო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას კი სავარაუდოდ გაზაფხულზე მიიღებს. ბათუმისა და თბილისს რესპუბლიკურ საავადმყოფოებში კი ჟანგბადის წარმომქმნელი აპარატი უნდა დაიდგას. კორონავირუსი ლაბორატორიულად გასულ 24 საათში, 3 216 მოქალაქეს დაუდასტურდა და 37 დაიღუპა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში