შეზღუდვები, ქედელი ფერმერები და ქედის მერია

01 დეკემბერი 2020, 20:05 1419 ნახვა

ეპიდემიური ვითარების გამო შემოღებულმა აკრძალვებმა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს დარტყმა მიაყენა, მაგალითად ქედაში ერთ-ერთი ოჯახი ბათუმში რძის რეალიზაციას ტრანსპორტის არ არსებობის გამო ვეღარ ახერხებს, ანალოგიური პრობლემა აქვთ თამბაქოსა და ხეხილის მწარმოებლებს. მხოლოდ ქედაში გაყიდვით კი ხარჯებს ვერ ამოდიან. 

მერიაში მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოხატავენ და ტრანსპორტის გამოყოფასაც გეგმავენ, რისთვისაც მწარმოებელი სოფლის რწმუნებულებს უნდა დაუკავშირდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში