ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში

02 დეკემბერი 2020, 11:37 873 ნახვა

ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში: „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები.“ ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“ დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში