ინციდენტი აქციაზე-აქციის მონაწილეებს ორი მოქალაქე დაუპისრისპირდა

02 დეკემბერი 2020, 11:39 1033 ნახვა

ინციდენტი მოხდა  წუხელ ღამით   აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე.  ოპოზიციის წევრებს  უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც ვითარება მალევე განმუხტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს  ხულიგნობის მუხლით ორი მოქალაქე დააკავეს.  მოგვიანებით ისინი  ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ხელწერილის  საფუძველზე გაათავისუფლა  სასამართლომ ასევე გუშინ  აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით  დაკავებული  4 აქტივისტიც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში