ვინ იმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

20 ოქტომბერი 2016, 00:00 2982 ნახვა

რესპუბლიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ისინი პროცესებს გვერდიდან დააკვირდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მმართევლი გუნდის ინიციატივა რეალური ცვლილებების მომტანი არ იქნება.  პარტიათა ნაწილს გადაწყვეტილება ჩაერთვებიან თუ არა კომისიის მუშაობაში ჯერ არ მიუღიათ. “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალაუფლების მოსაპოვებლად გამოიყებებს. მმართველ გუნდში, ამ დრომდე არ ასახელებენ, იმ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც ჯგუფმა უნდა იმუშაოს, თუმცა განმარტავენ, რომ ქვეყნის უზენაეს კანონში ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი ზუსტად უნდა გაიწეროს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სამუშაო ჯგუფი მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ შეიქმნება.

ამავე კატეგორიაში