ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო, აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის" კეთებას - ზურაბ ჯაფარიძე

04 დეკემბერი 2020, 11:27 1067 ნახვა

,,ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას'' - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მიზეზებზე ჯაფარიძე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ბრძოლა წინ არის.

“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.

მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში