უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

04 დეკემბერი 2020, 14:38 2737 ნახვა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. აჭარის უმაღლესი საბჭო  ორი პარტიით დაკომპლექტდება. ქართულ ოცნებას  საკანონმდებლო ორგანოში 14 დეპუტატი ეყოლება, ნაციონალურ მოძრაობას 7. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა მანდატების შეჩერების მოთხოვნით მათ უსკოსთვის არ მიუმართავთ, ვადა დღეს იწურება. მანდატზე უკვე უარი თქვეს თორნიკე რიჟვაძემ, ჯაბა ფუტკარაძემ და თინა ზოიძემ. ისინი კვლავ აღმასრულებელ ორგანოში იქნებიან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში