მინისტრები 112-ში

04 დეკემბერი 2020, 20:02 1395 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 112-ში ზარების მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა, 6-დან 7 წუთზე ავიდა. მინისტრი ამბობს, რომ სერვისს ახალი ოპერატორები დაემატება.

112-ში გამართულ შეხვედრაზე გომელაურთან ერთად ეკატერინე ტიკარაძეც იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, კლინიკები წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება იმისათვის, რომ ის არსებული ხარვეზები, შეფერხებები, რომლებიც  სასწრაფოს ექიმებს პაციენტების  ჰოსპიტალიზაციისას ექმნებათ დროულად  აღმოფხვრას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში