ბათუმში ოპოზიციური პარტიები სახალხო გენინსპექციას ქმნიან

05 დეკემბერი 2020, 12:25 1631 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან  საპროტესტო აქცია გრძელდება. ტრადიციულად აქციის დღე  ჰაერში ჰელიუმის ფერადი ბუშტების პერფორმანსით დაიწყება. 

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სახალხო გენინსპექციას დააფუძნებენ, რომლის მიზანი მათი განცხადებით, ძალადობაში სამართალდამცავების  მხილება იქნება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქტივისტების დაკავების დროს ადგილი აქვს პოლიციელების  მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას. 

სახალხო  გენინსპექცია   შეგროვებულ მტკიცებულებებს   რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნის. აჭარის  მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მოთხოვნა ხელახალი არჩვენების ჩატარების, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ უცვლელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში