„გირჩი“ იყოფა - პარტიაში გაურკვევლობაა

05 დეკემბერი 2020, 18:22 962 ნახვა

მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და ჩვენი გზები გაიაყარა - ამბობს ზურა ჯაფარიძე, რომელიც ახალ მოთხოვნებზე საუბრობს. მისი თქმით, ,,გირჩი“ როგორც ბრენდი და ფბ გვერდი უნდა დარჩეს მას და მის თანამოაზრეებს , დანარჩენს  რესურსს კი როგორც თავად ამბობს უთმობს სხვებს. პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით დეტალები  ,,გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით დასაზუსტებელია. 

მიაჩნია, რომ საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება. შეგახსენებთ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გუშინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი იმის შესახებ, რომ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახტანგ მეგრელიშვილთან. რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ისევ უცნობია, თუმცა  ირწმუნებიან, რომ უთანხმოება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში