არის თუ არა პლებისციტი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი?

06 დეკემბერი 2020, 12:30 1135 ნახვა

ჩატარდება თუ არა  პლებისციტი და არის თუ არა ეს  შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი   -  ქართულ პოლიტიკურ  სპექტრში ახლა ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ. პლებისციტის მიზანი კი მოსახლეობის გამოკითხვა - სურთ თუ არა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა გამართვა. თუმცა იდეას მოწინააღმდეგეები ყავს  ოპოზიციურ სპექტრშიც, მათი  ნაწილი მიიჩნევს რომ ეს არჩევნებამდე მისვლის საშუალებაა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს  ვერ იქნება ეფექტური ბერკეტი, რადგან კანონით პლებისციტი არ არის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების ჩანიშვნას დაავალდებულებს. 

მმართველი გუნდი, რომ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს ეს გუშინ  კიდევ ერთხელ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ოპოზიციამ რამდენიმე პუნქტიანი დოკუმენტი ხელისუფლებას ელჩების საშუალებით გადასცა და ახლა მათ პასუხს ელოდება. მოლაპარაკების დეტალებს არცერთი მხარე არ ასაჯაროვებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში