სახელმწიფო აუდიტის დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებით

07 დეკემბერი 2020, 11:38 1345 ნახვა

სახელმწიფო აუდიტი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე ანგარიშს აქვეყნებს. დასკვნაში წერია, რომ  ბიურომ 2018-1019 წლებში  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დანამატი გასცა.  თუმცა უწყებამ დოკუმენტურად ვერ შეძლო დასაბუთება, რის საფუძველზე გასცა 526 ათას 038 ლარი  თანამშრომლებზე დანამატის სახით. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ  მოხსენებითი ბარათი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის სასამართლო ბიურომ  წარადგინა ზოგადი ხასიათის იყო და არ შეიცავდა ინფორმაციას. აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს არ ადგენდა, შესაბამისად არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში