ზაზა თავაძე მოადგილეებს ათი დღის ვადაში დანიშნავს

21 ოქტომბერი 2016, 00:00 2882 ნახვა

საკონსტიტუციო  სასამართლოს  ახლად არჩეული თავმჯდომარის პირველი რიგის ამოცანა მოადგილეების დანიშვნაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მოადგილის კანდიდატურად მერაბ ტურავას  წარადგენს თავაძე არ ადასტურებს.  ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით მინიჭებულ ათდღიან ვადას გამოიყენებს. ზაზა თავაძე ხუთი ხმით პლენუმმა საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარედ გუშინ 5 წლის ვადით აირჩია. თუმცა მას  მოსამართლეობის უფლებამოსილება 3 წელიწადსა და შვიდ თვეში ეწურება და თავმჯდომარის თანამდებობასაც ამ ვადით დაიკავებს.  

ამავე კატეგორიაში