ანდრიუს კუბილიუსის განცხადება

08 დეკემბერი 2020, 11:18 951 ნახვა

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს  ევროკავშირისა და ევრონესტის თავმჯდომარე  სოციალურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით ეხმაურება. ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ეროვნული კონსესუსისთვის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნებს უნდა მოიცავდეს, ეს კი პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებითაა შესაძლებელი. ევროპარლამენტარის განცხადებით,  საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მკაფიო ამბიციას აჩვენებს და ამ მიმართულების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. მისივე განმარტებით, ეროვნული პოლიტიკური კონსენსუსი მთავარი ფაქტორია საგარეო პოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც ძირითადად რუსეთიდან მოდის. აღნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციის გასაღებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში