ბათუმში ხვალ იწვიმებს, ზეგ გამოიდარებს და 20 გრადუსამდე დათბება

08 დეკემბერი 2020, 11:55 1896 ნახვა

მიმდინარე კვირის განმავლობაში, აჭარაში მხოლოდ ხვალ იწვიმებს და შედარებით აცივდება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +12, +14 გრადუსი იქნება, მთაში +6, +8 გრადუსი.

ზეგ, 10 დეკემბერს გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღის საათებში სტაბილურად +16, +18 გრადუსი იქნება, შესაძლებელია +20 გრადუსიც, პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის შედარებით ძლიერი ფიონი (თბილი ქარი) 17-22 მეტრ წამამდე.

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში