ოპოზიციის შეკრება ლელოს ოფისში

08 დეკემბერი 2020, 14:31 1837 ნახვა

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციდან? - უკვე სახელდება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც შესაძლოა საპარლამენტო მანდატზე უარი აღარ თქვას. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ  ოპოზიციონერ დეპუტატთა ერთი ნაწილი, 5-6 დეპუტატი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შევა. „ლელოს“ ოფისში შესვლამდე, ოპოზიციის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. ამბობენ, რომ პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება ის, რომ ყველამ გაასაჯაროვოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა. რამდენიმე წუთია, რაც  ოპოზიცია  ისევ შეიკრიბა, დღესვე უნდა გაიმართოს  მე-4 რაუნდი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში