სარესტორნო ინდუსტრიის გამოწვევები

09 დეკემბერი 2020, 11:29 1064 ნახვა

სარესტორნო ინდუსტრიის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და მოთხოვნები განიხილეს  ეკონომიკისა მინისტრმა და ამ სექტორის წარმომადგენლებმა. ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებზე. ცნობისთვის, გეგმის მიხედვით, ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება მომავალ წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში მოხდება სარესტორნო ინდუსტრიისთვის საბანკო და ლიზინგის სესხების ნაწილის სუბსიდირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში