პარლამენტის პირველ სხდომამდე 24 საათი რჩება

10 დეკემბერი 2020, 11:26 1118 ნახვა

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება. აუდიენცია მხარეთა შორის ელჩების მონაწილეობით, ორშაბათამდე გადაიდო, თუმცა  პარლამენტის პირველ სხდომამდე 24 საათიც არაა დარჩენილი, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის კი შეთანხმება ამ დრომდე არ შემდგარა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დღეს მათი ერთობლივი შეკრებაც არ შედგება. ცნობილია, რომ დღეს “ლელოს” ოფისში მხოლოდ მათი პარტიის წევრები შეიკრიბებიან. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში