„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს

10 დეკემბერი 2020, 18:02 839 ნახვა

“როგორ პარლამენტს მივიღებთ, თუკი საპარლამენტო ოპოზიცია უარს იტყვის შესვლაზე?”- ამ კითხვასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. მათივე ინფორმაციით, ასეთ ვითარებაში პარლამენტი კანონების და გადაწყვეტილებების ნაწილის მიღებასაც ვერ შეძლებს. ორგანიზაცია იმ კანონებზე საუბრობს,რომლებსაც პარლამენტი ვერ მიიღებს , ჩამონათვალი კი ვრცელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში