შუახევის ბიუჯეტის პროექტი

11 დეკემბერი 2020, 18:06 1478 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიონ 733 400 ლარით განისაზღვრა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად რჩება  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები, სოციალური უზრუნველყოფა და  განათლება.

მომავალ წელს  გაგრძელდება გარდამავალი პროექტები,  ასევე  განხორციელდება ახალი  კაპიტალური პროექტებიც. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიამ  საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში