სამართლიანი არჩევნების ახალი შედეგები

12 დეკემბერი 2020, 12:40 1203 ნახვა

"სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი  გამოვლინდა, კერძოდ კი   დაითვალეს  ბათილი ბიულეტენები, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ანუ, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირეს, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. 

მათივე ინფორმაცით, სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.  ამასთან ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები  ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში