პრემიერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა დაასახელოს

12 დეკემბერი 2020, 12:30 1301 ნახვა

მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

უფრო კონკრეტულად, კი პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.  რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვინაობას, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია ჯერ კიდევ  პარტიული სიის წარდგენის დროს დაასახელა. 

სწორედ გიორგი გახარიამ უნდა დააკომპლექტოს მინისტრთა ახალი კაბინეტი.  პარლამენტმა კი მთავრობის  განახლებულ  შემადგენლობასთან ერთად  ახალ სამთავრობო პროგრამასაც უნდა გამოუცხადოს ნდობა, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. განახლდება თუ არა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და იქნებიან თუ არა ახალი სახეები მთავრობაში, მმართველ გუნდში ამაზე არ საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში