ცესკოს განკარგულებით, „მოქალაქეებისა" და „გირჩის“ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას ყველა ბარიერგადალახული პარტია მიიღებს

12 დეკემბერი 2020, 12:28 1284 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა.პარტიათა დაფინანსება და დაფინანსების ოდენობები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ეფუძნება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, თუმცა საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 მიიღებს, რადგან მათგან ორს - “მოქალაქეებსა“ და “გირჩს“ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში