ჟენევის მოლაპარაკებები და რუსეთის საგარეო უწყების პოზიცია

12 დეკემბერი 2020, 12:20 1250 ნახვა

საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების აქტუალობა, საქართველოსა და რეგიონში აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე განსაკუთრებით იზრდება -ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში., რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს ეხება. 

მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში